რეესტრელის მორიგი წარმატება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა იაგო გორგოძემ პარაწოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალი მოიპოვა. 🏆🥇

მან სამივე ცდა წარმატებით დაძლია (182/187/191 კგ.) , ჯამში 560 კილოგრამი ასწია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. 🇬🇪

იაგო გორგოძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის თანამშრომელია და საქმიანობაში მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.

სააგენტო პარასპორტსმენ თანამშრომელს ულოცავს აღნიშნულ ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებას.