შეხვედრა მარტვილში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაზე რეფორმის ფარგლებში დაგეგემილი აქტივობები დეტალურად განიხილა.

სამუშაო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი - თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება და დარეგისტრირდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფელი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 821 226 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 620 980 მიწის ნაკვეთზე.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule