საინფორმაციო შეხვედრა დუშეთში

სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, დუშეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში განიხილეს რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

სამუშაო შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეის მდგომარეობით 11 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია საამზომველო პროცესიც და მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციაც. დუშეთის მუნიციპალიტეტში მუშაობს საჯარო რეესტრის დიდი ჯგუფი, რომელსაც უკვე აზომილი აქვს 30 000-ამდე მიწის ნაკვეთი და სამუშაოები დუშეთში დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

2022 წლიდან დღემდე აზომილია 659 516 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 515 881 მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule